დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უკრაინულ ფონდს გადასცეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ლიცენზიას გასცემენ „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გადაცემაზე, რომელიც გაყინულია 2022 წლიდან.
აბრამოვიჩისადმი ჩემი მესიჯი ასეთია: დრო მიდის, პატივი ეცით ვალდებულებებს, რომლებიც აიღეთ და ახლა გადაიხადეთ. თუ არ გადაიხდით, მზად ვართ სასამართლოს მივმართოთ, რათა ყოველი პენი ერგოს მათ, ვისი ცხოვრებაც პუტინის უკანონო ომით იქნა განადგურებული,“ - განაცხადა სტარმერმა.