პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.

შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი მე-4 დღეა საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.