8-11 დეკემბერს NATO-ს საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის (International Military Staff) უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მიმართულების დირექტორი, გენერალ-მაიორი ერაი უნგუდერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
NATO-ს საკემავშირე ოფისის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გამართულ შეხვედრაზე გენერალ მაიორ უნგუდერს, რომელიც მოცემულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა, ახლოს გააცნეს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიმდინარე თუ სამომავლო საქმიანობა. განსახილველი თემები მოიცავდა თანამშრომლობის ყველა ინსტრუმენტს.
„გენერალ მაიორი უნგუდერი ასევე ეწვია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ოფისს. NATO-ს ძირითად გუნდთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს SNGP-ს მიმდინარე ინიციატივები.
პროგრამის ფარგლებში გენერალ მაიორმა უნგუდერმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილთან და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან. მან ასევე მოინახულა NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS). დასასრულს, გენერალ-მაიორმა უნგუდერმა ოფიციალურად გახსნა NATO-საქართველოს სამხედრო შტაბთა მოლაპარაკებები, რომელიც 2025 წელს უკვე მეოთხედ გაიმართა.