კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის პირველი ატომური წყალქვეშა ნავი წარადგინა - სახელმწიფო მედია

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ წარმოადგინეს პირველი ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი. სახელმწიფოებრივი მედიის მიერ, 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი თავის 12 წლის ქალიშვილთან და სავარაუდო მემკვიდრესთან კიმ ჯუ აესთან ერთად, სამშენებლო მოედანს ათვალიერებს.


სეულის ჰანიანგის უნივერსიტეტის ყოფილმა წყალქვეშა ნავის ოფიცერმა და აკადემიკოსმა მუნ გეუნ-სიკმა განაცხადა, რომ ფოტოები იმაზე მიუთითებს, რომ გემის ძრავა და რეაქტორი უკვე ადგილზეა.


ატომური წყალქვეშა ნავები 6 ფლოტის შემადგენლობაშია - აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ინდოეთის.