საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში (EPRC) დაიწყო. ახალი სამუშაო ადგილის შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.
ცნობისთვის, გიგი გიგიაძე ერთადერთი ელჩი იყო, რომელმაც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.