აშშ-ის მიერ ნავთობტანკერის დაკავებაში ბრიტანეთიც მონაწილეობდა

გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე, დღეს გემ Bella 1-ის შეჩერების მიზნით, მხარდაჭერა უზრუნველყო. მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს აშშ-ის მიერ გემ Bella 1-ის დაკავებას, რომელსაც „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობასა და ირანის სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ.


გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყო წინასწარ დაგეგმილი ოპერატიული მხარდაჭერა. მათ შორის, ბაზირების მხარდაჭერა გაუწიეს აშშ-ის სამხედრო რესურსებს, რომლებიც Bella 1-ის შეჩერებას ცდილობდნენ.


კერძოდ, გემი RFA Tideforce უზრუნველყოფდა მხარდაჭერას აშშ-ის ძალებისთვის, რომლებიც აედევნენ Bella 1-ს, ხოლო სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) ჰაერიდან სადაზვერვო მხარდაჭერა უზრუნველყო.


განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ღრმაა და გაერთიანებულმა სამეფომ დახმარება უზრუნველყო საერთაშორისო სამართლის სრულ დაცვით.


ჩვენი გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალებმა მაღალი პროფესიონალიზმი და ოსტატობა გამოავლინეს აშშ-ის მიერ გემ Bella 1-ის წარმატებული შეჩერების მხარდაჭერისას, მაშინ როდესაც ის რუსეთისკენ მიემართებოდა. ეს ქმედება გლობალური ძალისხმევის ნაწილი იყო სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.


ეს გემი, რომელსაც ბნელი წარსული აქვს, რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე.


გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ქმედებების გაძლიერებას ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური სტაბილურობის დასაცავად, რათა ბრიტანეთი იყოს დაცული ქვეყნის შიგნით და ასევე, ძლიერი -  საერთაშორისო ასპარეზზე.


შეერთებული შტატები გაერთიანებული სამეფოს უახლოესი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორია, ხოლო ჩრდილოატლანტიკის უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. აშშ-სთან ჩვენი თავდაცვის ურთიერთობის სიღრმე ჩვენი უსაფრთხოების არსებითი ნაწილია და დღევანდელი შეუფერხებლად განხორციელებული ოპერაცია ნათლად აჩვენებს, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს ურთიერთობა პრაქტიკაში,“ - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.


გემი Bella 1 შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რომელთა მიზანია ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის დაფინანსების შეჩერება არალეგალური ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების გზით.


გემი თავდაპირველად, ცრუ დროშის ქვეშ ცურავდა, ზღვაში ყოფნისას გამორთო ტრანსპონდერები და დევნის პროცესში სცადა დროშის შეცვლა, რაც მიუთითებს მის ბნელ კავშირებზე გლობალური სანქციების გვერდის ავლის საქმიანობასთან.


არსებობს რამდენიმე წლის წინანდელი შეფასებები, რომ Bella 1 ჩართული იყო უკანონო საქმიანობაში, დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, „ჰეზბოლასთან“, და წარმოადგენს მზარდი ჩრდილოვანი აქტივობის ქსელის ნაწილს, რომელიც მთელ მსოფლიოში კვებავს და აფინანსებს ბნელ საქმიანობას.


„გემის რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრაცია აჩვენებს რუსეთის როლს ამ ურთიერთდაკავშირებულ ჩრდილოვან საქმიანობაში, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას და ასუსტებს გლობალურ უსაფრთხოებას,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.


  • რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შეკავება და საქმიანობის შეფერხება გაერთიანებული სამეფოს პრიორიტეტია. დღემდე სანქციები დაწესებულია 520 რუსულ ჩრდილოვანი ფლოტის გემზე.

  • დიდი ბრიტანეთის მთავრიბის განცხადებით, რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობის შემოსავლები 27%-ით შემცირდა 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.