ირაკლი ღარიბაშვილი: პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მართლაც საოცარია, ჩვენი მიზანია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას ის ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.

ღარიბაშვილის თქმით, ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მართლაც საოცარია და მთავარი მიზანია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა.

,,ბრიუსელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი იწყება. შევხვდები ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირებს. ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მართლაც საოცარია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

ჩვენი მთავარი მიზანია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა", - წერს Tweeter-ზე პრემიერი.