ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან.“
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებს, რომ ირანი მალე გათავისუფლდება ტირანიისგან.
„თავისუფლებისთვის დემონსტრაციები მთელს ქვეყანაში გავრცელდა. ისრაელის ხალხი და მთელი მსოფლიო გაოცებულია ირანის მოქალაქეების უდიდესი სიმამაცით. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ირანი მალე გათავისუფლდება ტირანიისგან. ჩვენ ვუგზავნით ძალას ირანის გმირ და მამაც მოქალაქეებს – და როგორც კი რეჟიმი დაეცემა, ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეებს ორივე ხალხის საკეთილდღეოდ,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.