აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიტიზი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიტიზი დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინიც იმყოფება.

ეს არის მათი პირველი ვიზიტი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

ექსპერტების აზრით, ოფიციალური ვიზიტისას დღის წესრიგში განსახილველ საკითხებად შედის სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში ნაოსნობის თავისუფლება, ნახევარგამტარული მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხი და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

აღსანიშნავია, რომ ის ასევე შეხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-იაპონიის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას. ასევე განიხილავენ COVID-19-ის ეკონომიკურ გავლენას.

17-18 მარტს მდივანი ბლინკენი და მინისტრი ოსტინი სეულში მინისტერიალს ("2 + 2") დაესწრებიან.