რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

რობერტა მეცოლას განცხადებით, „საქმე ისე ვერ გაგრძელდება, როგორც ადრე.“


„მაშინ, როდესაც მამაცი ირანელი ხალხი საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას აგრძელებს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ და სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს,“ - წერს მეცოლა X-ზე.


ევროპარლამენტის პრეზიდენის თქმით, ევროპარლამენტი „ხელს არ შეუწყობს რეჟიმს, რომელიც არსებობას წამების, რეპრესიებისა და მკვლელობების მეშვეობით აგრძელებს.“