საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს ხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
ჟან-ნოელ ბაროს ცნობით, გრენლანდიაში საფრანგეთის საკონსულო 6 თებერვალს გაიხსნება.
ასევე, ბაროს განცხადებით, „აშშ-მა გრენლანდიაზე ზეწოლა უნდა შეწყვიტოს“.
„NATO-ს სხვა წევრზე თავდასხმა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ეს თავად აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯიც კი იქნება,“ - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.