საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს 17 მარტს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა NATO-ს გენერალურ შტაბ-ბინაში გაიმართება. ღარიბაშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.
ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.