დიდმა ბრიტანეთმა ირანში საელჩო დროებით დახურა

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ირანში საელჩო დროებით დახურა.


ბრიტანეთის მთავრობამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ირანში დაკავების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ არიან.


“პოლიტიკოს” ინფორმაციით, ირანიდან ევაკუირებულია გაერთიანებული სამეფოს ელჩი და საელჩოს ყველა თანამშრომელი.


გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის საელჩო თეირანში დროებით დაიკეტა და დისტანციურად იმუშავებს.

ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა “პოლიტიკოს” განუცხადა, რომ საელჩოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიღებულია ვითარების შეფასებისა და საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოების პრიორიტიზაციის საფუძველზე.


უფრო ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს. ეს არის აშშ-ის უმსხვილესი ბაზა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ჩვეულებრივ 10 ათასი სამხედრო იმყოფება.


„ირანმა საჭიროა, გაიგოს, რომ მთელი მსოფლიო ადევნებს მათ თვალს და ეს ძალადობა უნდა დაასრულონ,” - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა და აღნიშნა, რომ ირანზე სამხედრო დარტყმებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებდა სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას. თუმცა მან არ გამორიცხა აშშ-სთვის ბრიტანული რესურსების, მათ შორის - დარტყმების განსახორციელებლად საჰაერო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის მიცემა.