BBC-ის ცნობით, გრენდლანდიის დედაქალაქ ნუუკში მცირე ფრანგული კონტინგენტი ჩავიდა. დაგეგმილ სადაზვერვო მისიაში ასევე მონაწილეობენ გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, თავდაპირველი კონტინგენტი მალე გაძლიერდება „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებით.“
- ასია ასეთია: საფრანგეთი — 15 პერსონალი; გერმანია — 13; ნორვეგია — 2; შვედეთი — 3; გაერთიანებული სამეფო — 1; ფინეთი — 2 პერსონალი; ნიდერლანდები — 1;
გრენლანდიაში, დანიის მიერ ინიცირებულ ოპერაციაში Arctic Endurance, NATO-ს ევროპული წევრი ქვეყნების მიერ გაგზავნილი კონტინგენტი მხოლოდ რამდენიმე ათეული პერსონალისგან შედგება. ამ მომენტისთვის გაურკვეველია, რამდენ ხანს გაჩერდება კონტიგენტი ადგილზე.
„თუმცა ცხადია, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ 2026 წლის განმავლობაში უფრო დიდი და მუდმივი ყოფნის დაგეგმვას და ეს უმნიშვნელოვანესია იმის საჩვენებლად, რომ არქტიკაში უსაფრთხოება არახოლოდ დანიის სამეფოსთვისაა [მნიშვნელოვანი] არამედ, მთელი NATO-სთვისაც,“ - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროულს პოულსენმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გააძლიერა თავისი მცდელობა, რომ გრენლანდია აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ოვალურ კაბინეტში მან ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება.“ მიუხედავად იმისა, რომ მან არ გამორიცხა ძალის გამოყენება, ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მისი აზრით, დანიასთან რაღაცის მოგვარება შესაძლებელია.