კანადა და ჩინეთი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ

კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის ურთიერთობა, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში შორეული და გაურკვეველი იყო“, - აღნიშნა კარნიმ.


შეხვედრაზე ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ჩინეთი კანადურ რაფსის თესლზე ტარიფებს შეამცირებს, ხოლო კანადა თავის ბაზარზე 49 000 ჩინურ ელექტრომობილს დაუშვებს. 


მარკ კარნის თქმით, კანადამ ჩინეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლითაც ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებული 100%-იანი ტარიფი მცირდება კანადურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფების შემცირების სანაცვლოდ.


მარკ კარნის ვიზიტი ოტავასა და პეკინს შორის თითქმის ათწლეულის განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობების მოჰყვა. კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები 2018 წელს დაიძაბა, მას შემდეგ რაც ოტავაში Huawei-ს მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრეს.