ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მაისისთვის შესაძლებელი იქნება კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაციის დაწყება.
,,მეორე და მესამე კვარტალი ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში შესაძლებელი იქნება მასობრივი ვაქცინაციის მეტად უფრო ეფექტურად წარმართვა და სწორედ მაისის თვიდან ველოდებით, რომ საქართველოში იქნება უფრო ფართოდ გაშლილი ქსელი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ ვაქცინაცია", - თქვა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ვაქცინაცია კი 15 მარტიდან დაიწყო.