რუბიომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების გამო შეაქო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 19 იანვარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა.


სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა რუბიომ შეაქო აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სომხეთში საწვავის მიწოდება - მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც აჩვენებს აზერბაიჯანის ერთგულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიმართ, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ სამიტზე გაასაჯაროვა.



უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით ნდობის აღდგენის სხვა ზომებზე და აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების პოზიტიური განვითარება შეაქეს.