სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი პრემიერ მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 10 მარტს დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს.
"2018 წლიდან დღემდე მამუკა ჯანგულაშვილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე იკავებდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას, მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიით მამუკა ჯანგულაშვილი სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.