თამარ გაბუნია: 17:00 საათის მონაცემებით, ვაქცინა 500-მდე ადამიანმა გაიკეთა

"17:00 საათის მონაცემებით, ვაქცინა 500-მდე ადამიანმა გაიკეთა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გაბუნიას აზრით, მომდევნო დღეებში აქტივობა მაღალი იქნება.

"3500 ადამიანი (სამედიცინო პერსონალი) არის ვაქცინის გაკეტების როგში, 17:00 საათის მონაცემებით, ვაქცინა 500-მდე ადამიანმა გაიკეთა. ვფიქრობ, მომდევნო დღეებში აქტივობა მაღალი იქნება. შემდეგ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად მოხერხდება ვაქცინის მობილიზება და შემოტანა. ვაქცინის რაოდენობა, რაც დღეს გვაქვს, თუ სწრაფად და ეფექტურად არ ავითვისეთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან რთული იქნება საუბარი, რომ ჩვენ დამატებითი დოზები გვჭირდება და თან სწრაფად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.