ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება.

პრემიერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, კავკასიის რეგიონსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ

ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

ირაკლი ღარიბაშვილი 17 მარტს კი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.