„ზღვის მცველი“ - საქართველო NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობს

21 იანვრიდან 9 თებერვლამდე, თურქეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები, NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობენ.


NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ცნობით, ქართული ქვედანაყოფი NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით უკვე მეოთხედ არის ჩართული.