"როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "TV იმედის" ეთერში დასმულ კითხვას, თუ როდის გაიკეთებენ ვაქცინას თავად და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
"ჩვენ ვართ ჯანდაცვის სფეროს მუშაკების კატეგორიაში, თუმცა, აქაც არის კიდევ რამდენიმე შიდა რისკების დონე, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ მაღალი რისკის დონე. როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ, უბრალოდ, ჯერჯერობით არის უფრო მეტად მიზანშეწონილი, რომ გაიკეთოს მაღალი რისკის პერსონალმა - რეანიმაციებში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც დავდივართ კლინიკებში და რისკიც მაღალი გვაქვს", - განაცხადა გაბუნიამ.