არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ზაიედის სახელობის ადამიანური ძმობის ჯილდო“ სამშვოდობო ძალისხმევისთვის მიიღეს. დაჯილდოების ცერემონია დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართა.
Zayed Award-ის მფლობელები ერთი მილიონი აშშ დოლარით ჯილდოვდებიან.
ზაიედის ჯილდო გადაეცემა მსოფლიო ლიდერებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დიალოგის გაძლიერებაში.
„მდგრადი დიალოგის, ნდობის აღდგენის ღონისძიებებისა და ჰუმანიტარული ინიციატივების მეშვეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მაგალითი მისცეს სხვებს და აჩვენეს, რომ სტაბილურობა და თანამშრომლობა მიღწევადი მიზნებია. ამ შეთანხმების მნიშვნელობა რეგიონს სცილდება, საერთაშორისო საზოგადოებას იმედს აძლევს და შეგვახსენებს, რომ დიპლომატიასა და შეუპოვრობას ყველაზე ღრმა განხეთქილებების გადალახვაც კი შეუძლია,“ - წერია Zayed Award-ის ვებგვერდზე.