დღეს, თბილისის დროით 19:25 საათზე, ონთან, 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში, სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა.