დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ირანის გარშემო არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, კვიპროსზე, აკროტირის საჰაერო ბაზაზე დამატებითი გამანადგურებლები გაგზავნა.
The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ექვსმა RAF F-35B გამანადგურებელმა მარჰამის საჰაერო ძალების ბაზა 6 თებერვალს დატოვა. ამჟამად აკროტირიში ასევე განთავსებულია Eurofighter Typhoon-ები.
ბრიტანეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა კვიპროსზე - მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ ირანზე აშშ-ის პოტენციურმა დარტყმამ შეიძლება, უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი გამოიწვიოს.