12 თებერვალს, ორბელიანების სასახლეში, გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილენოვიჩმა და მისმა კოლეგამ მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ "ამჟამად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა", თუმცა გამოთქვა იმედი, რომ "კონსტრუქციული და აქტიური დიალოგით" შესაძლებელია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების გადალახვა და ნორმალიზება. მისივე თქმთ, "ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები."
მიხელ ყაველაშვილის თქმით "საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითო მდგრადობა და პრინციპულობა აჩვენა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მშვიდობა", რაზეც ევროკავშირის რიგი ქვეყნები "თვალს არ ხუჭავენ" და "ობიექტურად აფასებენ საქართველოს პროგრესს და ევრობიუროკრატების აგრესიული რიტორიკის ნაცვლად, დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ“ - მათ რიგშია ხორვატიაც.“
ერთობლივი განცხადებებისას უზრუნველყოფილი სინქრონული თარგამნის მიხედვით, ხორვატიის პრეზიდენტმა ზორამ მილანოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლას განიხილავს, როგორც "სოლიდარობის ჟესტს," თუმცა "გასულ წლებში, ძალიან ხშირად სოლიდარობა ცინიკური იყო."
„თქვენი ქვეყანა აღმოჩნდა შეუძლებელი დილემების წინაშე და ძალიან ცინიკური გზით, როგორც ბატონი ყაველაშვილი ამას უწოდებს, ამას აკეთებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ევროპული ბიუროკრატია. ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არც მივცემ უფლებას, ხორვატიის სახელით ილაპარაკონ. ამიტომაც აქ პირადად ჩამოვედი და აბსოლუტურად გულახდილად რომ მოგახსენოთ, 2025 წელს არ ყოფილა ვიზიტი ევროკავშირიდან. ბოდიშს ვიხდი ამ გამონათქვამისთვის, მაგრამ ეს სიგიჟეა.
მინდა, ჩამოვიდე აქ, მინდა, ჩამოვიდე ქვეყანაში, რომელსაც ადანაშაულებენ პრორუსულობაში, პრომოსკოვურ პოზიციაში, პროპუტინისტურ პოზიციაში, მაგრამ მე სხვა გამოცდილება მაქვს. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ, ამიტომ გადაწყვიტე, პირადად ჩამოვსულიყავი, რომ მენახა, რა ხდება,“ – განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.
დასავლური მედია ზორან მილანოვიჩს პრორუსული პოზიციის პოლიტიკოსად მოიხსენიებდა უკრაინისადმი დამოკიდებულებისა და მუქარის გამო, რომ ვეტოს დაადებდა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას.
2022 წლის იანვარში, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ზორან მილანოვიჩმა უკრაინას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა და განაცხადა, რომ მისი ადგილი NATO-ში არ არის. ამის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი გამოიძახეს.
ზორან მილანოვიჩი ხორვატიის პრეზიდენტია 2020 წლის თებერვლიდან. ხორვატიის პრეზიდენტის თანამდებობა უფრო ცერემონიალურია, ვიდრე აღმასრულებელი, მისი ვალდებულებების უმეტესობა არ მოიცავს კონკრეტული პოლიტიკური პროგრამების განხორციელებას.