ბრიტანეთის ელჩი: ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლაში

"ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში", - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი საქართველში ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანას Twitter-ზე ეხმიანება.

"საქართველოში COVAX პლატფორმის მეშვეობით კოვიდ 19-ის ვაქცინების პირველი დოზა ჩამოვიდა. COVAX-ის მიზანია, ვაქცინები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი COVAX-ის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში", - წერს ბრიტანეთის ელჩი.