ესტონელი მინისტრი: ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი არ ვართ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოკავშირეთა ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე განათავსოს.

ბირთვული შეკავების საკითხის შესახებ საუბრისას, ცაჰკნამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპამ არ უნდა უარყოს NATO-ს ზეეროვნული ბირთვული შეკავება.


„ჩვენ არ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი. არ გვაქვს დოქტრინა, რომელიც ამას გამორიცხავს, თუ ნატო საჭიროდ ჩათვლის, ჩვენი თავდაცვის გეგმების შესაბამისად, მაგალითად, ბირთვული იარაღის ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებას,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.