კანონი უნდა აღსრულდეს. შესაბამის განცხადებას გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე მისი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
„უღრმესი შეშფოთებით შევიტყე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის საჯარო თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაულის ეჭვის შესახებ ამბები. ახლა სრული, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომელმაც ეს შესაბამისი ფორმით უნდა გამოიძიოს. ამაში, როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა ექნებათ.
საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს.
ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება, არასწორი იქნება, რომ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარები გავაკეთო. ამავდროულად, ჩემი ოჯახი და მე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და თქვენთვის მსახურს,” - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. BBC-ის ცნობით, ყოფილი პრინცი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. საქმე ეხება პერიოდს, როცა ენდრიუ სამეფო ოჯახის წევრი იყო.
მას ყველა ტიტული ჩამორთმეული აქვს ამერიკელ ფინანსისტ, პროსტიტუციის ორგანიზებასა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინთან კავშირებში დადანაშაულების გამო.
ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პოლიცია განიხილავს საჩივარს, რომელიც უკავშირდება ენდრიუს მიერ ჯეფრი ეპშტეინისთვის კონფიდენციალური მასალების მიწოდებას.