ეკატერინე ტიკარაძე: პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ

პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ეს პროცესი რთული რომ იქნებოდა, გათვიცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება. ჩვენი ექიმების ჯგუფიც, რომლებიც წინა ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტია და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის სიმცირე ვაქცინაციის პირველ დღეს ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება.