ჯანმო: AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება რუტინული პრაქტიკაა

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება რუტინული პრაქტიკაა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

"AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება რუტინული პრაქტიკაა. ეს გვიჩენებს, რომ სამეთვალყურეო სისტემა მუშაობს და ეფექტური კონტროლი ხორციელდება", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ქვეყანაში შეაჩერეს. მიზეზად კი თრომბის გამოწვევას ასახელებენ.

თუმცა, 12 მარტს ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრამ გამოიწვია.