ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე

"ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ უშუალოდ არის ჩართული მედიაციის პროცესში. მისი წარმომადგენელიც იმყოფება თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან და ჩვენს პარტიასთან. პროცესი გრძელდება.

ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ მზად ვართ რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც უნდა იყოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები.

მე ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი პოზიცია და მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია ბოლო დღეებში განსაკუთრებული დესტრუქციული მანერით ცდილობს ხელი არ შეუწყოს დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმაოს უფსკრული. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოოდ, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის პოზიციაა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა. ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ და შემდეგ დღეებში" - განაცხადა ღარიბაშვილმა.