"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ლიდერების კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები და ეს ყველამ იცის.
"უკვე, ჯამში, 5 თვეა გრძელდება ეს კონსულტაციები. მათ შორის არის ეს ახალი პროცესი, მაგრამ მანამდე იყო მოლაპარაკებების 4 რაუნდი. საკითხი რთულია. ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციები არსებობს, თვითონ შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამბობდა რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ეს ვერ დაამტკიცა.
რა თქმა უნდა, აქ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. ბუნებრივია, დისკუსია რთულია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. ეს ყველამ კარგად იცის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ კრისტიან დანიელსონთან დისკუსიები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება.