ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლზმა დაადასტურა, რომ დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზა, რომელსაც ავსტრალია იყენებს, დრონით დაბომბეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. მინისტრის თქმით, შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ავსტრალიელი არ დაშავებულა.
„ალ- მინჰადის საჰაერო ბაზაზე დარტყმა განხორციელდა, მაგრამ იქ მყოფი ყველა ავსტრალიელი უსაფრთხოდ არის,“ - განუცხადა რიჩარდ მარლზმა ჟურნალისტებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო ბაზას ბევრი დასავლური სამხედრო ძალა იყენებს და ის ავსტრალიის თავდაცვის ძალების ახლო აღმოსავლეთის შტაბ-ბინაა. მარლესის თქმით, ავსტრალიას ახლო აღმოსავლეთში 100 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, რომელთა უმეტესობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია განლაგებული.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ადრე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ისა და ისრაელის მოქმედებას, რომლის მიზანია „ხელი შეუშალონ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში და ხელი შეუშალონ ირანის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას.“