ლონდონში პოლიციელის მიერ ქალის მკვლელობას აპროტესტებენ

"განანათლეთ თქვენი ვაჟები"; "შეწყვიტეთ ქალთა მიმართ ძალადობა". ლონდონში სარა ევერარის მკვლელობას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

33 წლის სარა ევერარდი ლონდონში 3 მარტს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების საქმეზე პოლიციელი დააკავეს და მას ბრალად სარას გატაცება და მკვლელობა წაუყენეს.

მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები პოლიციის შტაბთან, პარლამენტისა და პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის ოფისთან გამართეს.