აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატების საზღვაო ძალები რაც შეიძლება მალე დაიწყებენ ტანკერების ესკორტირებას ჰორმუზის სრუტეში.
აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) პოლიტიკური რისკების დაზღვევა და სპარსეთის ყურეში ყველა საზღვაო მარშრუტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა დაავალა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების თავისუფალ მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე უძლიერესია - წინ შემდგომი ნაბიჯებია“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. „ნებისმიერ შემთხვევაში, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ ნაკადს მსოფლიოში,“ - ამბობს დონალდ ტრამპი.
აშშ-ისრაელის ომმა ირანთან, თითქმის მთლიანად შეაჩერა საზღვაო გასასვლელით გადაადგილება, რომელიც სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის გადის.
ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია გლობალური ნავთობისა და გაზის მომარაგებისთვის, რომლის მეშვეობითაც, დღეში თითქმის 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდება.