ესპანეთთან ვაჭრობას ვწყვეტთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ,“ - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ის ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველა სახის ვაჭრობის შეწყვეტა დაავალა.“
„ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი დიდი ბრიტანეთითაც უკმაყოფილოა.
მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ს „საქმე უინსტონ ჩერჩილთან არ აქვს.“
„სამი თუ ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გასაგებად, თუ სად შევძლებდით დაფრენას. ეს უინსტონ ჩერჩილი არ არის, ვისთანაც საქმე გვაქვს,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.