საფრანგეთის ელჩი: შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. წინ საქართველო

"პასუხისმგებლობის გრძნობას, გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს უთანხმოების გადაჭრას", - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Twitter-ზე წერს.

"შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯების გადადგმა ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს და აშშ-ს გაწეული სამუშაოსთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი, აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობას, გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს უთანხმოების გადაჭრას და დემოკრატიის კონსოლიდაციას. დღევანდელ მსოფლიოში ეს დიდი გაკვეთილი იქნებოდა". - წერს საფრანგეთის ელჩი.