აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აეკრძალებოდა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 47-მა სენატორმა, 53 იყო წინააღმდეგი, რაც რეზოლუციის ჩავარდნის მიზეზად გახდა.
მედიის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაშიც რეზოლუციას წარმატების მცირე შანსი ჰქონდა. მაშინაც კი, თუ სენატი და წარმომადგენელთა პალატა ამ ზომას დაამტკიცებდნენ, აშშ-ის პრეზიდენტს ვეტოს დადება შეეძლო. ვეტოს გადასალახად კი კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.