ირანის დაზვერვამ განაცხადა, რომ ქვეყანამ „სეპარატისტული ჯგუფების“ პოსტებს დაარტყა, რომლებიც დასავლეთ საზღვრებიდან შესვლას აპირებდნენ და რომ მათ დიდი დანაკარგები განიცადეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთი გასამხედროებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს აწარმოებენ იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა დაესხან თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვრისპირა ოპერაცია დაიწყო, თუმცა ირანმა ეს უარყო.
ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ძალები „კეთილშობილ ქურთებთან“ თანამშრომლობენ, რათა ჩაშალონ ისრაელ-ამერიკის გეგმა, რომლის მიზანიც ირანის ტერიტორიაზე თავდასხმაა.