იტალია სპარსეთის ყურის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის დახმარებას გაუგზავნის

იტალია ირანის საჰაერო თავდასხმების საფრთხის წინაშე მყოფი სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, საჰაერო თავდაცვის დახმარების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.


„დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაც აპირებს დახმარების გაგზავნას სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, კერძოდ, თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში. ეს ხდება არამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, არამედ, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული იქ, ხალხი, რომელიც გვინდა და უნდა დავიცვათ,“ – განუცხადა მელონიმ რადიოსადგურ RTL 102.5-ს.