გაერო: მიანმარში აქციების დროს მინიმუმ 138 მომიტინგე დაიღუპა

მიანმარში, 1 თებერვლის შემდეგ, რაც ძალაუფლება სამხედროების ხელში გადავიდა, აქციების დროს მინიმუმ 138 "მშვიდობიანი მომიტინგე" დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერის სტეფან დუჯარიკის განცხადებით, მხოლოდ შაბათ-კვირას მიანმარში პოლიციის მხრიდან ძალადობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.