ტრამპი: უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება

უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „ირანს დიდებული მომავალი ექნება.“


„ამის შემდეგ, და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) შერჩევის შემდეგ, ჩვენ და ჩვენი შესანიშნავი და მამაცი მოკავშირეები დაუღალავად ვიმუშავებთ, რათა განადგურების პირას მყოფი ირანი გადავარჩინოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.