საუდის არაბეთში ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტების სამიზნე ერ-რიადთან ახლოს მდებარე პრინცი სულთანის საჰაერო ბაზა იყო.
ასევე, უწყების განცხადებით, დილით ოთხი დრონი გაანადგურეს.
აფეთქებების ხმა ისმოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინშიც.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო არაბთა გაერთიანული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრენი აპარატი წარმატებით გაანადგურეს.