COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 537 ადამიანს დაუდასტურდა, 128 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 449 PCR ტესტით.

ვირუსის გავრცელებიდან დრემდე, საქართველოში კორონავირუსის 275 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 268 693, გარდაიცვალა 3 658 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.81 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.45%.

537 ახალი შემთხვევიდან 290 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 18, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 29, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 308, საიდანაც: 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 711, აჭარაში - 141, იმერეთში - 247.

მძიმე პაციენტი: 258. მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 21, იმერეთში - 66.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 85. მათგან თბილისში - 55, აჭარაში- 3, იმერეთში - 13.

133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 799 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 206 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლო აჭარაში - 21.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 654 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 478 პირი, აჭარაში - 363, იმერეთში - 702.