კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 42 ბაღი დახურულია

პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღი არის დახურული. ამის შესახებ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა.

1-ლი მარტიდან დღემდე, აღსაზრდელებსა და პერსონალს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო 46 ბაღი დაიხურა. მათგან ოთხმა ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მუშაობა კვლავ განაახლა. შესაბამისად, ამ ეტაპზე 42 ბაღია დახურული.

კახა გვანცელაძის თქმით, სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს, მათ შორის რვა ბავშვია, დანარჩენი კი პერსონალი.