პაკისტანი მზადაა, საუდის არაბეთს საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს

პაკისტანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს საუდის არაბეთს.


Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მაშარაფ ზაიდიმ განაცხადა.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ აუცილებლად აღმოვჩნდებით საუდის არაბეთთან დახმარებისთვის, მიუხედავად გარემოებებისა და დროისა. თავდაცვის შეთანხმებამდეც კი, ორივე ქვეყანა ყოველთვის 

მან ასევე აღნიშნა, რომ ისლამაბადი ცდილობს, თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, რამაც შეიძლება, სერიოზულად შეარყიოს რეგიონული სტაბილურობა.


მისი თქმით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საუდის არაბეთმა ორგანიზება გაუწია პაკისტანისთვის ნავთობისა და დიზელის მიწოდებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგომომწოდებლებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნისთვის.


აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებას, რითაც განამტკიცეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის სტრატეგიული ურთიერთობა.


დოკუმენტი ითვალისწინებს შეიარაღებულ ძალებს შორის გაფართოებულ თანამშრომლობას, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, კოორდინაციას საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სფეროში, ერთობლივ წვრთნებს, ასევე, თანამშრომლობას სამხედრო ტექნოლოგიებისა და პერსონალის მომზადების სფეროში. პაკისტანმა და საუდის არაბეთმა 2025 წელს მოაწერეს ხელი სტრატეგიული ურთიერთდაცვის შეთანხმებას, რომლის თანახმად, ერთ ქვეყანაზე თავდასხმა შეიძლება, ჩაითვალოს ორივეზე თავდასხმად.