1-ლი აპრილიდან მოქალაქეებს ერთხელ აღებული ბილეთით საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ

1-ლი აპრილიდან მოქალაქეებს ერთხელ აღებული ბილეთით საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში 1-ლი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ერთხელ აღებული ბილეთით საათნახევრის განმავლობაში მხოლოდ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა არის შესაძლებელი.