საუდის არაბეთი ვაჭრობას წითელი ზღვის პორტებისკენ გადაამისამართებს

საუდის არაბეთი საზღვაო ვაჭრობას წითელ ზღვაზე მდებარე დასავლეთ პორტებისკენ გადამისამართებს, რათა თავი აარიდოს სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეს, სადაც გემები ირანთან ესკალაციის კონფლიქტის ფონზე, თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. სპარსეთის ყურის გასწვრივ, სამეფოს აღმოსავლეთ პორტებისკენ მიმავალი გემები, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტეს გადიან, თუმცა ირანთან ომის დაწყების შემდეგ, ეს გასასვლელი ფაქტობრივად მიუწვდომელი გახდა.


ახალი ინიციატივის ფარგლებში, საუდის არაბეთის ვაჭრობას უმეტესად, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტების გავლით უზრუნველყოფს.


ხელისუფლება ასევე ავითარებს ახალ ლოგისტიკურ მარშრუტებს კონტეინერებისა და ტვირთების მისაღებად, რომლებიც ადრე სპარსეთის ყურის პორტების გავლით მოძრაობდა.

საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკური მომსახურების მინისტრმა სალეჰ ალ-ჯასერმა განაცხადა, რომ ეროვნული ლოგისტიკური ქსელი აფართოებს თავის შესაძლებლობებს სტაბილური მიწოდების ჯაჭვების შესანარჩუნებლად.