თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.
NATO ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.
„პარასკევს დილითNATO-მ კვლავ წარმატებით ჩაჭრა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა,“ - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა.
მისი განცხადებით, NATO „სიფხიზლეს ინარჩუნებს“ და მტკიცედ იცავს ყველა მოკავშირეს.
თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ირანისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ცნობისთვის, NATO-ს თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაგზავნილი რაკეტები მანამდე ორჯერ, 4 და 9 მარტსაც მოიგერია.